ზაზა პაპუაშვილი: "რუსეთს სხვა ქვეყნებმა მიხედონ, მე, ქართველი კაცი, რატომ უნდა შევუვარდე მუხლუხოებში?" ზაზა პაპუაშვილი: "რუსეთს სხვა ქვეყნებმა მიხედონ, მე, ქართველი კაცი, რატომ უნდა შევუვარდე მუხლუხოებში?" /> "/> " />


  16:32:02     23-03-2018

ზაზა პაპუაშვილი: "რუსეთს სხვა ქვეყნებმა მიხედონ, მე, ქართველი კაცი, რატომ უნდა შევუვარდე მუხლუხოებში?"

a77271.jpg

საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა:

"რუსეთზე, რომ ლაპარაკობენ სირცხვილია. ჩვენზე ძლიერი ქვეყნები შეიარაღებით, ეკონომიკით, ფინანსებით… მიხედონ ამ რუსეთს. აიღონ და ესროლონ ჯაველინები და გააჩერონ ისინი. მე, ქართველ კაცს, რატომ მევალება, რომ შევუვარდე მუხლუხოებში? მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან, ნახეთ, რუსეთი როგორ ექცევა პატარა საქართველოსო.

ეს არის ჩემი დანიშნულება, თუ უნდა გადავრჩე და გამთლიანებაზე ვიზრუნო?" - განაცხადა პაპუაშვილმა.

0

ავტორი: