ქარდავა: გვაქვს გეგმა, როგორ უნდა შევაგროვოთ 5 მილიონი... ქარდავა: გვაქვს გეგმა, როგორ უნდა შევაგროვოთ 5 მილიონი... />


  15:20:27     23-03-2018

ქარდავა: გვაქვს გეგმა, როგორ უნდა შევაგროვოთ 5 მილიონი...

a77265.jpg

საყდრისის მიწის მართვის უფლება “დმანისის გადარჩენის ფონდმა“ 5 მილიონად მოიპოვა. 

ფონდს აუქციონამდე რამდენიმე საათით ადრე ხარვეზები აღმოაჩნდა, რის გამოც, მათივე წევრი გიორგი ვაშაძე პერსონალურად დარეგისტრირდა აუქციონზე და გაიმარჯვა. 

ფონს თანხის შესაგროვებლად 45 დღე აქვს. აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს, ბაჩუკი ქარდავას დაუკავშირდა. 

- რას აპირებს საყდრისის გადარჩენის ფონდი აუქციონში გამარჯვების შემდეგ? 

- საყდრისის გადარჩენის ფონდს, რომელიც პარტიების მიერ არის დაფუძნებული, აუქციონის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ხარვეზი დაუდგინდა, ამიტომ მას არ მიეცა საშუალება აუქციონში მიეღო მონაწილეობა. 

ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ვაშაძე პერსონალურად დარეგისტრირებულიყო აუქციონზე, რომელმაც ასევე პრესონალურად გაიმარჯვა. 

ეს არის იგივე სტრატეგიის ნაწილი, პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიცია და ყველა ერთად ვაპირებთ ბრძოლას. 

მეორე საკითხია ის, რომ ეს ტერიტორია 15 000 ლარად უნდა გასხვისებულიყო, შემდეგ კი მისი ფასი 5 ლიონამდე ავიდა, რეალურად დადგინდა ის, რომ 15 000 ლარი სასაცილო თანხა იყო და ფაქტობრივად კონკურენტს, უსასყიდლოდ უნდოდა მიეღო ხელისუფლების მხარდაჭერით ეს ტერიტორია. 

- როგორ აპირებთ 5 მილიონის შეგროვებას 45 დღეში? 

- ამისათვის ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ვაწარმოებთ აზომვით სამუშაოებს ამ ტერიტორიაზე, ჩვენს მიერ დაქირავებული კომპანიის მეშვეობით. 

შესაბამისად, არ ვეყრდნობით ეკონომიკის სამინისტროს და ხელისუფლებას. აღმოჩნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, ამ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო და ამჟამად ჩვენ ის აუქციონის მეშვეობით გვეკუთვნის, უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები. 

[I=2]ის, რაც საყდრისის ტერიტორიაზე ხდება არის სისხლის სამართლის დანაშაული, თანხის მოგროვებამდე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, რომელიც ამ ტერიტორიის გარშემო არსებული ბურუსის გადასაფარად არის საჭირო და შესაბამისად, ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით ვმშაობთ. 

შემდეგ ალბათ, ფონდის დარეგისტრირებასაც მოვასწრებთ და ამით დავძლევთ იუსტიციის სამინისტროს მცდელობას, რომელთაც სურდათ, რომ ფონდი არ უნდა დარეგისტრირებულიყო, შემდეგ კი დავიწყებთ მოქმედებას, გვაქვს თანხის შეგროვების გარკვეული სტრატეგია, ვნახოთ რა შედეგამდე მივალთ. 

თუმცა ჩვენი ამოცანა, რომ 15 000 ლარად ხელისუფლებასთან შეკრულ კომპანიას არ ჩაეგდო ხელში ეს ტერიტორია, ამ ეტაპზე მიღწეულია. 

- დღეს ოპოზიციის ლიდერთა შეკრების დღეა, რა საკითხები დგას დღის წესრიგში? 

- ზუსტად არ ვიცი დღის წესრიგი, თუმცა ვიცი, რომ ლეიბორისტული პარტია აყენებს საკითხს არჩევნებში, ამომრჩევლის ჩართულობასთან დაკავშირებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არის მსგავსი პრაქტიკა, რომ ამომრჩველს წახალისების მიზნით აძლევენ საშუალებას მიიღონ მონაწილეობა არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურაში. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი იქნება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, გაიმართება გარკვეული მსჯელობა, თუმცა უფრო დეტალურად გამიჭირდება სხვა საკითხების თქმა წინასწარ.
0

ავტორი: