"გინების გამო, პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ?" "გინების გამო, პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ?" /> "/> " />


  14:02:09     23-03-2018

"გინების გამო, პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ?"

a77261.jpg

გინების გამო, პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ? - ასე შეაწყვეტინა სანდრო ბრეგაძემ სასამართლოზე პროკურორს სიტყვა, როდესაც ის სასამართლოს შუამდგომლობას აცნობდა.

მოსამართლემ სანდრო ბრეგაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ბრალდებული „ქართული მარშის“ წევრებისთვის პროკურატურამ აღმკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურორის განმარტებით, არსებობს დანაშაულის განმეორების ან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით მიმალვის საფრთხე.
პროკურორის პოზიციის დაფიქსირებას დარბაზში როგორც ბრალდებულების, ასევე დამსწრე პირების მხრიდან რამდენჯერმე მოყვა სიცილი და რეპლიკა, რომ ბრალდება ტყუის.

19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. 0

ავტორი: