გირგვლიანის შესწორებები -პოლიტიკური სპეკულაცია თუ თანამდებობის პირთა სასჯელი გირგვლიანის შესწორებები -პოლიტიკური სპეკულაცია თუ თანამდებობის პირთა სასჯელი />


  13:43:24     23-03-2018

გირგვლიანის შესწორებები -პოლიტიკური სპეკულაცია თუ თანამდებობის პირთა სასჯელი

a77260.jpg

სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელსაც მმართველმა გუნდმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებები უწოდა,საპარლამენტო ოპოზიციაში აკრიტიკებენ.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმედი არ აქვთ, რომ ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში ხელისუფლებას სათანადოდ რეაგირებისთვის საკმარისი პოლიტიკური ნება ექნება.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს.

"ძალის გადამეტების არაერთი საქმეა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილი, თუმცა, რეაგირება არ მომხდარა.  არ ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები რეალურად, რაიმე შედეგს მოიტანს, იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება შესაბამისი კანონის აღსრულების ამ ქვეყანაში კვლავ არ არსებობს,“ - სალომე სამადაშვილმა.

მმართველ გუნდს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო".

"თუ ეს ცვლილება, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული არ არის ფარისევლობა, მართლა უნდათ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა, რატომ არ იძიებენ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ახალ საკანონმდებლო პაკეტს, ორი ახალი მუხლი ემატება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება.

ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რის თანახმადაც გირგვლიანის შესწორებების საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ორი ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას. მეორე - ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების, ან დავალების გაცემას.

" ცვლილებები ასევე, ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, თანამდებობის პირის ბრძანების უკანონო დავალების შესრულებაც დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს. 0

ავტორი: