13:12:07     23-03-2018
გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა რუს დიპლომატებს გააძევებენ
ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-ი იმ ქვეყნების სიას აქვეყნბს, რომელებიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო საკუთარი ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს გააძევებენ.
გამოცემის ინფორმაციით, დიდ ბრიტაენეთს სოლიდარობას გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა უცხადებენ.
დონალდ ტუსკმა მიკრობლოგზე დაწერა, რომ ევროპა დიდი ბრიტანეთის მოსზრებას იზიარებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ საკითხზე მას მეტი განმარტების გაკეთება არ შეუძლია.
სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე გუშინ ტერეზა მეიმ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ისაუბრეს.