გიგა ბოკერია მხარს უჭერს ოთხოზორიას დედის მოსაზრებას გიგა ბოკერია მხარს უჭერს ოთხოზორიას დედის მოსაზრებას />


  13:08:37     23-03-2018

გიგა ბოკერია მხარს უჭერს ოთხოზორიას დედის მოსაზრებას

a77251.jpg

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია მხარს უჭერს გიგა ოთხოზორიას დედას, რომ მარტო კანჯი-ოღლი თუ მოხვდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, ეს სია არ იქნება.

მისი განმარტებით, სიის ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ მასში მოხვდნენ მთელი რიგი ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ვინც მათ ხელს აფარებდა.

"რეზოლუციის განხილვებისას კონკრეტული მაგალითები მოვიყვანეთ, რომ ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რა არის ხელის დაფარება - მაგალითად, ოთხოზორიას შემთხვევაში, სიაში უნდა მოხვდნენ არა მხოლოდ კანჯი-ოღლი და მისი თანმხლები პირები, არამედ მარიონეტული და საოკუპაციო სტრუქტურების ის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელნი იყვნენ ამ დანაშაულის დაუშვებლობაზე, ხოლო შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამყარებული, არალეგიტიმური რეჟიმის ფარგლებში ამ პირების დასჯაზე. მათ შორის, „პროკურორი“, რომელმაც ხელი დააფარა კანჯი-ოღლის, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო სტრუქტურების ხელმძღვანელი, როცა ოთხოზორიას მკვლელობა მოხდა. ყველა ამ პირს უნდა წაეყენოს ბრალი და ამის გაკეთება ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ისინი არ თანამშრომლობენ ქართულ გამოძიებასთან და ამის შემდეგ ისინი ავტომატურად მოხვდებიან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ეფექტისთვის ერთადერთი სიფრთხილე საჭიროა, რომ სიაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირების შეყვანა არ მოხდეს, თუმცა საქართველოს მთავრობისგან ამ რისკს არ ელოდება.

0

ავტორი: