"გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ენამოჩლექით საკონცერტო დარბაზების გამოყოფასა და ალაფურშეტების დაფინანსებას ეხვეწებოდა" "გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ენამოჩლექით საკონცერტო დარბაზების გამოყოფასა და ალაფურშეტების დაფინანსებას ეხვეწებოდა" /> "/> " />


  15:48:01     21-03-2018

"გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ენამოჩლექით საკონცერტო დარბაზების გამოყოფასა და ალაფურშეტების დაფინანსებას ეხვეწებოდა"

a77190.jpg

"ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადება იყო არაკვალიფიციური და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი."

​ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალურ მოძრაობას"  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მათივე გუნდის წევრი გრიგოლ ვაშაძე  უტიფრობაში დაადანაშაულა".

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებული საკითხი ინიცირებულია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2012 წლის იანვარში.

"ხელის ჩვენსკენ გამოშვერა, რომ თითქოს, ჩვენ ისეთი ინიციატივა დავძარით, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, არის მიუღებელი და სრულიად უსაფუძვლო. განიხილება, რომ ჩვენ მივიღოთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, განიხილება რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, განიხილება, რომ ძალის არგამოყენებაზე თავისი ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამ. არავითარი სხვა ნარატივი და სხვა განცხადება იქ არ განიხილება, არც არავითარი ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და მის პოზიციებს ასუსტებს. მუშაობა მიდის განცხადებაზე და არალეგიტიმური მხარეების მიერ არავითარი ხელმოწერები არ მოხდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

არჩილ თალაკვაძემ გრიგოლ ვაშაძის მიერ, მინისტრის რანგში, 2008 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციისადმი გაგზავნილი წერილი გაიხსენა და  განაცხადა,  რომ  "ვაშაძე რუსეთს ენამოჩლექით საკონცერტო დარბაზების გამოყოფასა და ალაფურშეტების დაფინანსებას ეხვეწებოდა".

გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში რუსეთის მიმართ მთავარი მოთხოვნა მოხსნა, რაც ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულების აღება იყო.

მისივე შეფასებით, დეკლარაციის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ეს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს. 0

ავტორი: