ბოლნისსა და დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში იმსჯელებენ ბოლნისსა და დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში იმსჯელებენ />


  14:09:09     21-03-2018

ბოლნისსა და დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში იმსჯელებენ

a77186.jpg

მომავალ კვირაში ბოლნისსა და დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საპარლამენტო კომიტეტში მოსმენაა ჩანიშნული.

ასე გამოეხმაურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციური პარტიების განცხადებებს დმანისსა და ბოლნისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე ყველას ექნება საშუალება დასვას კითხვები.

"უბრალოდ უხერხულია მსგავსი კომენტარების მოსმენა იმ ადამიანებისგან, რომელთა დროსაც კანონმდებლობა იმდენად განადგურდა, რომ ელემენტარული ზიანის მოთხოვნის საშუალებაც კი არ გვაქვს. სამოქმედო გეგმა, რომელიც კომიტეტმა შეიმუშავა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სწორედ სამთო მომპოვებელი სფეროს რეფორმას გულისხმობს, რათა ერთხელ და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს უმაღლესი სტანდარტები, რომელიც საშუალებას აღარ მისცემს არც ერთ კომპანიას დაუდევრად აწარმოოს თავისი საქმიანობა და გარემოს ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 0

ავტორი: