გიორგი კანდელაკი: საქართველოს დუმილი სკრიპალის საქმეზე იწვევს ჩვენი მოკავშირეების გაკვირვებას გიორგი კანდელაკი: საქართველოს დუმილი სკრიპალის საქმეზე იწვევს ჩვენი მოკავშირეების გაკვირვებას />


  14:04:41     21-03-2018

გიორგი კანდელაკი: საქართველოს დუმილი სკრიპალის საქმეზე იწვევს ჩვენი მოკავშირეების გაკვირვებას

a77184.jpg

"გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დუმილი სკრიპალის საქმეზე".

როგორც ფრაქცია "ევროპული საქარველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალური და მწვავე თემა არის რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მოწამვლა ქიმიური იარაღის გამოყენებით.

"დიდმა ბრიტანეთმა, ცივილიზებულმა სამყარომ, ნატო-მ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დაადეს ხელი რუსეთის ფედერაციას. ასეთ ფონზე საქართველოს დუმილი იწვევს ჩვენი მოკავშირეების გაკვირვებას. ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია არც პრემიერ-მინისტრს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. იყო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ”ტვიტერზე” განცხადება, რომ საქართველო თურმე მხარს უჭერს ბრიტანეთს სიმართლის დადგენაში. ამას ამბობს სწორედ რუსეთი, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს, არ ვიცით ვინ მოწამლა ბატონი სკრიპალიო. ეს დუმილი არის როგორც მინიმუმ გაუგებარი, ძალიან დიდი შეცდომა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიის მაჩვენებელი. ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როგორიც ჩამოყალიბდა დღეს, არ ყოფილა ცივი ომის შემდეგ. ასეთ ფონზე და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფონზე, არჩილ ტატუნაშვილის სადისტური მკვლელობის ფონზე, როგორც მინიმუმ გაუგებარია პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიმართ, სადაც იგი მუდარის ტონში ეხვეწება ოკუპანტს, რომ გაიღოს მოწყალება საქართველოზე და საუბრობს რაღაც პირდაპირ დიალოგზე აფხაზებთან და ოსებთან. დიალოგის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმატები, მაგრამ ის რაზეც საუბრობს პრემიერი, საფრთხეს უქმნის თავად ოკუპაციის სამართლებრივ განზომილებას, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ვგულისხმობთ, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სტრუქტურებზე. თუ ჩვენ ამ სტრუქტურებს ლეგიტიმურად ვაღიარებთ, ვამბობთ, რომ ოკუპაციას ადგილი არ აქვს”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

0

ავტორი: