10:36:14     21-03-2018
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის ოჯახს გადაეცა, - ამის შესახებ ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ბოლო კვირების განმავლობაში აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობდა დიალოგს ცხელი ხაზის მეშვეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ცხელი ხაზის მეშვეობით. მისია ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრების განახლების სწრაფი შეთანხმების საჭიროებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.