შსს-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა შსს-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა />


  23:51:27     20-03-2018

შსს-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა

a77165.jpg

შსს-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

0

ავტორი: