16:53:02     20-03-2018
ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0