14:45:16     19-03-2018
ნამცხვარი "სნიკერსი"
- კვერცხის გული - 6 ცალი
- შაქარი - 2 ჭიქა
- კარაქი - 250 გრ
- არაჟანი - 500 მლ
- სოდა - 1 ჩკ
- ფქვილი - 3 ჭიქა
- ვანილი - 1 შეკვრა
- კაკაო - 2 სკ
ბეზე- კვერცხის ცილა - 6 ცალი
- შაქარი - 360 გრ
- ვანილი - 1 შეკვრა
კრემი- კარაქი - 500 გრ
- მოხარშული შესქელებული რძე - 2 ქილა
- ვანილი - 1 შეკვრა
- კაკაო - 2 სკ
- ხსნადი ყავა - 1 სკ
- თხილი (მოხალული) - 1 ჭიქა
- შოკოლადი - 200 გრ
1. 6 კვერცხის გული ათქვიფეთ 2 ჭიქა შაქართან, ჩაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი სოდით, ვანილი, მარილი, კაკაო და ფქვილი. ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.
2. ბეზე: 6 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, ნელ-ნელა ჩააყარეთ 360 გრ შაქარი, ვანილი, მოათავსეთ ცხიმწასმულ ქაღალდიან ფორმაში და გამოაცხვეთ 120 გრადუსზე, სანამ კარგად არ გამოშრება.
3. კრემი: კარგად ათქვიფეთ 500 გრ კარაქი, ნაწილ-ნაწილ შეურიეთ 2 ქილა შესქელებული რძე, ჩაამატეთ ვანილი, კაკაო და უნალექო ყავა.
4. მომზადება: გაყავით ბისკვიტი 2 ნაწილად, წაუსვით ერთ ნაწილს კრემი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მოხალული თხილი, დაადეთ ზემოდან ბეზე, წაუსვით კრემი, მოაყარეთ კვლავ თხილი, დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, მოასხით გამდნარი შოკოლადი და გააჩერეთ გრილ ადგილას 3-4 საათი.
0