რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვან  გაყალბებაზე საუბრობენ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვან გაყალბებაზე საუბრობენ />


  09:35:45     19-03-2018

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვან გაყალბებაზე საუბრობენ

a77072.jpg

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვან გაყალბებაზე საუბრობენ.
ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უბანზე მომხდარი გაყალბების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელების საშუალებით ვრცელდება.

ალექსეი ნავალნის თქმით, რეალურად საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან მცირე რაოდენობა მივიდა და საარჩევნო უბნებზე აქტივისტთა მასობრივ მიყვანას ჰქონდა ადგილი.

ბინძურ პოლიტიკურ შოუდ მოიხსენია საარჩევნო პროცესი კენჭისყრაში მეორე ადგილზე გასულმა პაველ გრუდინინმა.რუსეთის ფედერაციის „ცესკო“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობას უარყოფენ.

0

ავტორი: