15:54:34     16-03-2018
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის შეთანხმებულ პროექტს კენჭი 21 მარტს ეყრება

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ახალ, საპარლამენტო უმცირესობასთან შეთანხმებულ ვარიანტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტი 19 მარტს განიხილავს.
რეზოლუციის პროექტი, სავარაუდოდ, 21 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
წინასწარი ინფორმაციით, ცვლილებები უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტში განხორციელდება, რომელსაც დაემატება უმცირესობის შეთავაზება, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნასთან დაკავშირებით.
0