13:02:44     16-03-2018
კალაძის დაღმართი - ბრძოლა წესების გარეშე...

შეიძლება ითქვას რომ თბილისის მერმა, თავისი გამოუცდელობისა და არაკომპეტენტურობის წყალობით, ქვეყანა სერიოზული საერთაშორისო სკანდალის წინაშე დააყენა.
წარმოიდგინეთ, მცირეოდენი რეიტინგის გამო, ბატონი კალაძე წავიდა იმაზე რომ უცხოელ ინვესტორს ხელშეკრულება გაუწყვიტა ყოველგვარი სამართლებრივი მოტივის გარეშე...
სითი პარკთან ურთიერთობების „დასრულებას“ კი, არც საჯარიმო სანქციების შემცირება მოჰყოლია და არც - წესების შეცვლა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ: ბატონმა კალაძემ, დააყენა რა ქვეყანა საერთაშორისო დარტყმის ქვეშ, ყველაფერი ისე დატოვა, როგორც ეს სითი პარკის შემთხვევაში იყო.
რა ხდება მერიასა და ხელისუფლებაში?
თვით ნარმანიასაც კი ეყო გონიერება და სითი პარკთან ურთიერთობა შეინარჩუნა.
რატომ?
როგორც ჩანს, ის, კალაძისაგან განსხვავებით ხვდებოდა რომ „წამიერ აღმართს“ აუცილებლად მოჰყვებოდა დაღმართი, რომელიც არა მხოლოდ მას, არამედ საქართველოს იმიჯს დააზარალებდა.
თუმცა, შიდა რეიტინგისა და უნიჭო მრჩევლების წყალობით, კახი კალაძე ალბათ მომავალში ბევრჯერ ინანებს იმას, რამაც გამორიცხული არაა რომ მის შემდგომ პოლიტიკურ კარიერაზეც იქონიოს სერიოზული გავლენა.
სითი პარკის გენერალური მენეჯერის განცხადებით ნათლად გამოჩნდა რომ კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში იდავებს.
[I=2]მეტიც, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ერთმნიშვნელოვანად განაცხადა რომ სითი პარკთან ხელშეკრულების გაუქმება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რაც აუცილებლად იმოქმედებს საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებზე - ნეგატიურად.
რაც შეეხება კალაძეს, მისი გადაწყვეტილება მალე გახდება სერიოზული მსჯელობის საგანი ხელისუფლების შიგნითაც, რადგან ქვეყანას ფინანსური სანქციები ემუქრება.
ვთქვათ პირდაპირ: ე.წ. ბიძინას ფრთა მის მიმართ არც თუ დადებითადაა განწყობილი და მიზეზსს ეძებს, რათა ბოლომდე „გააშაოს“. მიზეზი კი, თითქმის უკვე ნაპოვნია.
მერიაში არსებულ ნეპოტიზს, გაუმჭვირვალე და საეჭვო ფინანსურ სისტემასა და ჩავარდნებს საკადრო მიმართულებით, ახლა უკვე ბატონი მერის არაგონივრული გადაწყვეტილებაც დაემატა, რომელიც არა მის ისედაც ღრმა ჯიბეზე, არამედ პირდაპირ ბიუჯეტზე აისახება...
0