11:19:40     15-03-2018
"დაღუპულის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე უარის თქმა მხოლოდ ტერორისტებს შეუძლიათ"

რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო პირად ვებ-გვერდზე ავრცელებს.
კონგრესმენი არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის ტირანიული რეჟიმი კმაყოფილი არ არის მხოლოდ საკუთარი ხალხის გატაცებითა და მკვლელობით, მას სურს თავისი ტირანიის გატანა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით.
კონგრესმენი აქცენტს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არგადმოცემაზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ.
"ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ, რომ უარი თქვას დაღუპულის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე. ვლადიმერ პუტინის ტირანიული რეჟიმი კმაყოფილი არ არის მხოლოდ საკუთარი ხალხის გატაცებითა და მკვლელობით, მას სურს თავისი ტირანიის გატანა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით. რუსების მიერ ჩადენილმა ამ უკანასკნელმა ქმედებამ ჩუმად არ უნდა ჩაიაროს. რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხისა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
0