"ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს" "ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს" /> "/> " />


  09:58:18     15-03-2018

"ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს"

a76974.jpg

"მინდა დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში რუსეთის შესახებ გამართული დებატების შემდეგ, ერთ-ერთი გამომსვლელის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გამომსვლელმა ტერეზა მეის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეახსენა და მოუწოდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიაროს.

"ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეიარაღებული ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - უპასუხა მეიმ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით 23 რუს დიპლომატს გაიწვევს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლონდონი შეაჩერებს ყველა ორმხრივ კონტაქტს რუსეთთან, ხოლო მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები არ დაესწრებიან რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს.

შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტი გასულ კვირას მოხდა. ორშაბათს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ინცინდენტში ჩართულია რუსეთი. მისი თქმით, სკრიპალზე იმოქმედეს ნერვო-პარალიზებული ნივთიერებით, რომელსაც რუსეთში აწარმოებენ. 0

ავტორი: