12:56:47     14-03-2018
ირაკლი აბესაძე: მორიგ ჯერზე, ჩვენ ვართ თხოვნის რეჟიმში რუსეთის ხელისუფლებასთან

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის არსებული მიმოწერა არანაირ კავშირში არ არის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფასთან.
„ვფიქრობთ, ეს მიმოწერა არანაირად არ არის კავშირში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფასთან. არსად არ ჩანს პრინციპული პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის თუ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მორიგ ჯერზე, ჩვენ ვართ თხოვნის რეჟიმში რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც პირდაპირ არის დამნაშავე იმ დანაშაულებებში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. რუსეთის პასუხი პირდაპირ მიანიშნებს ხელისუფლებას, რომ ამ მიმართულებით მეტი პრინციპულობა მოეთხოვება", - განაცხადა აბესაძემ.
ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში. ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ასეთი სივრცე შეიქმნას“.
0