რექს ტილერსონი აშშ-ს რუსეთის შემაშფოთებელი ქედებების შესახებ აფრთხილებს რექს ტილერსონი აშშ-ს რუსეთის შემაშფოთებელი ქედებების შესახებ აფრთხილებს />


  10:34:32     14-03-2018

რექს ტილერსონი აშშ-ს რუსეთის შემაშფოთებელი ქედებების შესახებ აფრთხილებს

a76927.jpg

რექს ტილერსონი ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის შემაშფოთებელი ქედებების შესახებ აფრთხილებს.

თანამდებობის დატოვებამდე 2 კვირით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციამდე მიიყვანს.

რექს ტილერსონის გათავისუფლების შემდეგ, თანამდებობა მის მოადგილესაც დაატოვებინეს. ბრძანება სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ტილერსონის გათავისუფლების შესახებ დონალდ ტრამპმა გაასაჯაროვა.მან თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც მისმა ადმინისტრაციამ ერთწლიანი მუშაობისას მიაღწია.

ტილერსონმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს საქმისადმი ერთგულებისთვის, ამერიკელ დიპლომატებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ ხალხს, თუმცა მის სამადლობელ სიტყვაში პრეზიდენტი ტრამპი ვერ მოხვდა.

"31 მარტის ღამეს ჩემი სამსახურებრივი ვალდებულებები დასრულდება. დღეს მექნება თათბირი და თვის ბოლომდე დაკავებული ვიქნები ადმინისტრაციული საკითხებით, რათა ჩემი თანამდებობიდან წასვლა გართულებების გარეშე მოხერხდეს. მადლობას ვუხდი თანამშრომლებს ფასეულობების ერთგულებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბოლო დროს გამოჩენილი თავდადებისთვის, - სახელმწიფო დეპარტამენტში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისთვის" - თქვა ტილერსონმა.

ტილერსონის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს. 0

ავტორი: