11:59:06     13-03-2018
პრემიერის წერილი - იდიოტური, კრემლის პასუხი - დამამცირებელი, ხალხის რეაქცია - უიმედო

პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვას კრემლი უკვე თავის სასარგებლოდ და შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.
პრემიერმა რუსეთის ხელისუფლებას რამდენიმე დღის წინ მიმართა და ფაქტობრივად, ოკუპანტს საშუალება მისცა საქართველოს ინტერესებისათვის კიდევ ერთხელ მიეყენებინა ჩრდილი.
მიმართვა, რომელიც როგორც ჩანს, რუსეთის არაოფიციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის აქტიური ჩარევით მომზადდა, უკვე შეფასდა როგორც იდიოტური, კოლაბორაციონისტული და გულუბრყვილო.
[I=5]ხოლო კრემლის პასუხი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა, ერთმნიშვნელოვნად ცინიკური და დამამცირებელია. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მოუწოდებს დაელაპარაკოს „აფხაზეთისა და ოსეთის სახელმწიფოებს“.
მეტიც, ოკუპანტი ამჯერადაც ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის საქმეში და უბრალოდ, „წუხილს გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით“.
ხოლო პრემიერი კვირიკაშვილი, რომელიც მოკლულის ოჯახსა და სრულიად საქართველოს უმტკიცებდა „ცხედარს უახლოეს დღეებში გადმოგვცემენო“, „უფროსი ძმის“ დადანაშაულებასაც კი არ ცდილობს. მეტიც, ერთვარ პოლიტიკურ რევერანსებს აკეთებს და მზადაა... ყველაფრისათვის.
კვირიკაშვილი თანახმაა აიტანოს ის, რაც თავმოყვარე, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებისათვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იქნებოდა.
რატომ დუმს ე.წ. ინტელიგენცია?
მმართველი პარტია, იმის ნაცვლად რომ როგორმე გაენეიტრალებინა მომხდარი და პრემიერისათვის თუნდაც კულუარებში მიეცა შენიშვნა, დღეს უკვე „ჟენევის ფორმატის“ გადახედვაზე გვესაუბრება, რაც პირდაპირ და ღიად გამოხატავს კრემლის ინტერესებს.
[I=4]მინისტრმა სუბარმა, რომელიც უკვე იქცა შევარდნაძის ხელისუფლების „ვიტალი ხაზარაძედ“, არც კი დამალა თავისი მავნებლური სურვილი იმის შესახებ რომ „ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ჟენევის ფორმატის ცვლილების თაობაზე“.
მარტივად რომ ვთქვათ: ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთს კიდევ ერთხელ უგორებს კოჭს, სთავაზობს ყველაფერს, რისი მიცემაც შეუძლია, ხოლო სამაგიეროდ იღებს დამცირებას, შეურაცხყოფასა და საკუთარი ჯარისკაცის წამებით მკვლელობას.
არადა, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც გადამწყვეტი სიტყვა არა სუბარმა ან კვირიკაშვილმა, არამედ ხალხმა ანუ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვთქვათ.
აქ უკვე ზედმეტია პარტიულობა, პოლიტიკა და „სისხლიანი 9 წელი“, მაგრამ იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომლებიც „ხმაურით გამოირჩევიან“, დღეს გაყუჩებულები, ბუჩქებიდან აკვირდებიან მოვლენებს.
რატომ? იმიტომ რომ ისინი ყოველთვიურად იღებენ ჯამაგირს საქართველოს ხელისუფლების არაოფიციალური მმართველისაგან და თუ „ნერვებს ვერ მოთოკავენ“ და ხელისუფლებას „არ აცლიან“, იმ „ლუკმას“ დაკარგავენ, რომლითაც მათი დუმილი იყიდეს.
„დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია“?
[I=3]ისმის კითხვა: თქვენ არ გაწუხებთ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება?
კერძოდ, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი,
სიღარიბე და უმუშევრობა,
მცოცავი ანექსია და ოფიცრების წამებით მკვლელობა,
ცხედრის „დამალვა“ და არაოფიციალური მმართველის აკვიატების გამო ქარსაცავი ზოლის გაჩეხვა,
კრიმინალი, მკვლელობები, ყაჩაღობები, გარჩევები?
არ გაწუხებთ ის გარემოება რომ თქვენი ჯიბეები და მაცივრები ცარიელია?
არ გრძნობთ თავს მოტყუებულად პრემიერის გაუაზრებელი და დამაზიანებელი მიმართვის გამო?
ეს არის ის, რაც თქვენ ნამდვილად გსურდათ?
[I=2]„როცა სხვები ფიქრობენ, რომ შენთვის ყველაფერი დამთავრებულია, სწორედ მაშინ უნდა დაიწყო აღმასვლა“ - კონრად ადენაუერი, გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, რომლის სახელსაც უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანიის აღორძინება და კომუნისტური პარტიის აკრძალვა.
ადენაუერი 1933 წელს ნაცისტურმა მთავრობამ თანამდებობიდან გადააყენა.
თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პოლიტიკას დაუბრუნდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი ქვეყნის განვითარებაში.
0