საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ />


  23:51:40     12-03-2018

საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ

a76869.jpg

საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ. შესაბამისი ინფორმაცია სერბეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტს ხელი 7 მარტს, ბელგრადში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის დროს მოეწერა.

8 მარტს დოკუმენტი სერბეთის მთავრობამ დაამტკიცა. ამის შემდეგ ის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღემდე პერიოდით შეუძლიათ. 0

ავტორი: