16:08:59     12-03-2018
ნათელაშვილი: ქართულ ოცნებაში ყველა ერთი პოლიტიკური მამის გაკეთებულია

გაერთიანდება თუ არა, ოპოზიცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის? ოპოზიციის დიდი ნაწილი მომხრეა იმისა რომ სახელისუფლებო კანდიდატს საერთო ძალისხმევით უპასუხოს.
გამონაკლისია ევროპული საქართველო, რომელიც რატომღაც ოპოზიციის გაერთიანების იდეას არ იზიარებს.
სამაგიეროდ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თვლის რომ ოპოზიციის გაერთიანებით „ივანიშვილის რეჟიმის არსებობის საფუძველი აღარ იარსებებს“.
„პრესა.ჯი“: უნდა გაერთიანდნენ თუ არა, ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებისათვის?
შალვა ნათელაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს ის, რომ ივანიშვილის მისხალი არ მოხვდეს ამ თანამდებობაზე. სწორედ ამით უნდა დავიწყოთ მისი რეჟიმის შეცვლა.
- როგორ უნდა შეძლოთ ეს?
- ამისათვის საჭიროა, რომ ყველა პარტიამ დაუჭიროს ერთმანეთს მხარი. ქართულ ოცნებაში ყველა ერთი პოლიტიკური მამის გაკეთებულია...
ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, დღეს, ისტორიული ნაბიჯი გადადგეს და ყველამ ერთხმად მოაწერა ხელი სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ.
მხოლოდ „ქართული ოცნება“ დარჩა სრულ იზოლაციაში. თუ ასეთი სრული ძალისხმევა იქნება მიღებული ოპოზიციაში, საპრეზიდენტო არჩევნების საკითხშიც, მაშინ ივანიშვილის რეჟიმის არსებობის საფუძველი აღარ იარსებებს.
0