10:55:45     31-05-2011
ბოლოკის სალათა
მასალა:
500 გრამი ბოლოკი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
ძმარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან სხვა მწვანილი
ბოლოკი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და გადავასხათ მდუღარე წყალი. როდესაც გაშრება, შევურიოთ მას წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ მცენარეული ზეთი. სალათას მოვასხათ ძმარი, მოვაყაროთ პილპილი მარილი და მწვანილი. 0