10:40:55     12-03-2018
ერდოღანი: ეი, ნატო, სად ხარ? თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო გააკრიტიკა. ერდოღანის თქმით, ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში.
„ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატო-ვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას.
„ნატო-ს წევრი ქვეყნები თურქეთის მხარდაჭერას არ იჩენენ „ზეთისხილის ტოტის“ ოპერაციის ფარგლებში და უფრო მეტიც, ანკარას ქმედებებს სირიაში ეწინააღმდეგებიან“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი არ არის სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობა, არამედ რეგიონში ტერორიზმის აღმოფხვრაა.
0