დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს />


  13:34:09     11-03-2018

დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

a76826.jpg

დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა მხრის მიდამოში აქვს მიყენებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი თბილისში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 0

ავტორი: