15:55:43     09-03-2018
ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა
ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქება ქაბულის შიიტებით დასახლებულ უბანში სამგლოვიარო ცერემონიის დროს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტი შიიტი მუსლიმების მოკლული ლიდერის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესვლას ცდილობდა, თუმცა ის შესამოწმებლად პოლიციელებმა გააჩერეს, რა დროსაც მან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია.
0