რომან გოცირიძე: რეზოლუციის ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ არის შეთანხმებული რომან გოცირიძე: რეზოლუციის ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ არის შეთანხმებული />


  15:03:33     09-03-2018

რომან გოცირიძე: რეზოლუციის ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ არის შეთანხმებული

a76812.jpg

​პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი რეზოლუციის პროექტზე მუშაობის პარალელურად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მიმართა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას.

„დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, უნდა გადაიდგას ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად“, - აღნიშნა მიმართვაში კვირიკაშვილმა.

PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

​- ერთობლივი რეზოლუციის მისაღებად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციებში, "ნაციონალური მოძრაობაც" ჩაერთო. რა შედეგი გაქვთ კონსულტაციის შედეგად?

- საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კი, დროის გაწელვას ცდილობს. სინამდვილეში ხდება ის, რომ სანქციებთან დაკავშირებული საკითხი შესათანხმებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,

- რეალურად რას ცვლის რეზოლუციის პროექტის დროში გაჭიანურება?

- თუკი დავაზუსტებთ, ჯერ ბიძინა ივანიშვილთან არ არის შეთანხმებული. ამიტომ სჭირდებათ დროის გაწელვა და ქმნიან დიალოგის ილუზიას. პარლამენტის რეზოლუციაში ელემენტარული რამ უნდა ჩაიწეროს, რომ შედგება სია, სადაც იმ ადამიანების შეყვანა მოხდება, რომლებმაც არაადამიანური ქმედება ჩაიდინეს და ხალხი დახოცეს, ასევე სიაში უნდა შევიდნენ ის პირები, ვინც ყოველივე ამას შეუწყეს ხელი. რა სირთულეა ამის გაკეთებაში?!

როგორც ცნობილია, ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია მომზადებული. ამათგან ერთის ავტორი უმრავლესობაა, ხოლო მეორის – საპარლამენტო უმცირესობა. 

უმრავლესობა რეზოლუციის პროექტით, ოჯახისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. 

უმცირესობის რეზოლუციის პროექტით კი, პარლამენტი მთავრობას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენისა და მასში შემავალი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. 0

ავტორი: