11:20:28     09-03-2018
ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტში განახლდება

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტში დღეიდან განახლდება.
დღესვე, დაგეგმილია კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
როგორც ცნობილია, განხილვის მთავარი თემაა რეზოლუციაში საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივის ჩამატება, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნის შესახებ.
აღნიშნულ წინადადებაზე შეჯერების შემთხვევაში, პარლამენტში დასამტკიცებლად რეზოლუციის ერთიანი ტექსტი დამტკიცდება.
0