ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა />


  11:17:10     08-03-2018

ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

a76773.jpg

ვენის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა და 3 ადამიანი დაჭრა.

დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მეორე თავდასხმა, ნახევარი საათის შემდეგ, ახლომდებარე სადგურზე მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით ჭრილობები ამჯერადაც გამვლელს მიაყენა.

სამართალდამცველებმის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაკავებულია ავღანეთის მოქალაქე. ამ ეტაპზე გამოძიება დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

0

ავტორი: