ისტორიული იარაღი - შუბი ისტორიული იარაღი - შუბი />


  10:49:37     31-05-2011

ისტორიული იარაღი - შუბი

a6445.jpg

შუბი გრძელტარიანი, ცივი იარაღია. გამოიყენებოდა, როგორც სასროლად, ასევე ხელჩართული ბრძოლისათვის. შედგებოდა ხის ტარისგან და მასზე დამაგრებული ლითონის ბასრი წვერისგან. პირველი შუბი ძალზედ პრიმიტიული იყო. თუმცა საუკუნეების მანძილზე ეს საბრძოლო იარაღი განვითარდა და სხვადასხვა ტიპებად დაიყო.

ერთ-ერთი მათგანი იყო პილუმი, სასროლი შუბი, რომელსაც რომაელი ლეგიონერები იყენებდნენ. ის შედგებოდა ხის ტარისა და რკინის წვერისგან. ზოგიერთს რკინის წვერი უფრო გრძელი ჰქონდა, ვიდრე ტარი და პირიქით. შეტევამდე ლეგიონერები ჯერ შუბებს ტყორცნიდნენ და მერე გადადიოდნენ იერიშზე.  

 

ალებარდი ხის ტარისა და ლითონის წვერისაგან შედგებოდა, რომლის ქვემოთაც ნაჯახის პირი იყო. შედიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში. მოგვიანებით მას სამხედრო აღლუმებისთვისაც იყენებდნენ. გამოირჩეოდა უფრო გრძელი კაუჭით და ასევე გრძელი ტარით, რომლის სიგრძეც 3 მეტრამდე აღწევდა.

 

ბერდიში საჩხვლეტ-საჩეხი ნაჯახის ტიპის ცივი იარაღია. მისი ლითონის პირი ნახევარმთვარის მსგავსია და გრძელ ტარზეა დამაგრებული. ბერდიშის მსგავსი კონსტრუქცია ევროპაში საკმაოდ ადრე გამოჩნდა. ეს იარაღი ხმარებიდან მე-18 საუკუნეში გადავიდა.

0

ავტორი: