პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო />


  17:49:56     07-03-2018

პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

a76763.jpg

პარლამენტმა მესამე მოსმენით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. 


მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოებზე გავრცელდება.

მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

0

ავტორი: