16:22:31     07-03-2018
ზურაბიშვილი: მეეჭვება, ზურაბიშვილი ან წულუკიანი პრეზიდენტობის რეალური კანდიდატები იყვნენ

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაწყებულია. ამ დროისათვის საუბარია ორ სავარაუდო კანდიდატზე.
პირველი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანია, მეორე კი, ,,ქართული ოცნების“ პარლამენტის უპარტიო მაჟორიტარი, სალომე ზურაბიშვილი.
„პრესა.ჯი“ ამ საკითხთან დაკავშირებით “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: ვინ შეიძლება დაასახელოს „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად?
დავით ზურაბიშვილი: არ ვიცი ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად, მაგრამ ის ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილზეა ეგ საკითხი თავიდან ბოლომდე დამოკიდებული.
სწორედ მას მოუწევს რეალური გადაწყვეტილების მიღება.
- საუბრობენ ოცნების ორ სავარაუდო კანდიდატზე: სალომე ზურაბიშვილსა და თეა წულუკიანზე...
- ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე მათგანი პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატებად იქნან დასახელებეულები.
0