მამუკა არეშიძე: ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი მთავარი ვერსიაა... მამუკა არეშიძე: ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი მთავარი ვერსიაა... />


  12:58:14     07-03-2018

მამუკა არეშიძე: ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი მთავარი ვერსიაა...

a76747.jpg

„არ გადასცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“, - ამ სახელწოდებით ოკუპირებულ ცხინვალში აქცია გაიმართა. 

მარიონეტული რეჟიმის მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილები  აცხადებდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ უნდა გადაეცეს იმ დრომდე, ვიდრე ქართული მხარე არ დააბრუნებს 2008 წლის რუსული აგრესიის დროს გაუჩინარებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები. 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებასთან და გუშინდელ, ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ ექსპერტს, კავკასიის საკითხბეში, მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა. 

„პრესა.ჯი“: რამდენად სამართლიანია მარიონეტული რეჟიმის აქტივისტების მოთხოვნა?

მამუკა არეშიძე: ეს იყო დე-ფაქტო მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, იმ მიზნით, რომ კონტრ-პრეტენზიები წაეყენებინათ ქართული მხარისათვის. 

მორალური თვალსაზრისით, ის, რომ ისინი დაკარგულების დაბრუნებას  ითხოვენ, ეს გამართლებულია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდმა დრომ განვლო...

ომიანობის დროს ხდება ხოლმე ასე, ამიტომაც არის ტერმინი - „უგზოუკვლოდ დაკარგულები“. თანაც, ქართველებსაც აქვთ ანალოგიური პრეტენზია ოსების მიმართ. 

შესაბამისად, ეს იყო ერთგვარი ღია ღონისძიება, ორიენტირებული იმაზე, რომ როგორმე შეექმნათ ე.წ. კონტრ-არგუმენტები. 

სხვა შემთხვევაში, ამგვარ აქციებს მოაწყობდნენ მაგალითად, ბესლანის ტრაგედიის მოვლენებთან დაკავშვირებითაც, რომლის დროსაც არაერთი ბავშვი დაიღუპა. 

საქმე კი, დღემდე არ არის დამთავრებული და დამნაშავეებიც არ არიან დასჯილები. 

ასე რომ, ეს მართული აქცია დე-ფაქტო ხელისუფლებას სჭირდებოდა, რათა როგორმე გაემართლებინა საკუთარი პოზიციები. 

- რატომ არ იქნა ამ დრომდე გადმოსვენებული ტატუნაშვილის ცხედარი, ვინ არის მთავრი დამნაშავე? 

- რასაკვირველია, დამნაშავე არის ის მხარე, რომელმაც ტატუნაშვილი მოკლა. 

[I=2]ორი ვარიანტია: პირველი და ყველაზე მთავარი ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ცხედარი იმდენად დაზიანებულია, რომ ძალიან სწრაფად გახდება სპეციალისტებისთვის ნათელი, რომ ის სასტიკად ნაწამებია. 

სხვა ვერსიას რაც შეეხება, შეიძლება იყოს ის, რომ მათ ქართული მხარის პროვოკაციაზე წამოგების სურვილი აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ვერსია ნაკლებ სავარაუდოა. 

შეიძლება საქმეში იყო ეს საკითხი ჩადებული, მაგრამ ისეთი ხალხი ჩაერია ამ საქმეში და ისეთი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ არა მგონია მეორე ვერსია რეალური იყოს. 

- როგორია თქვენი ვარაუდი, კიდევ გაჭიანურდება მარიონეტული რეჟიმის მიერ წამებით მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა? 

- საპატრიარქოს ნათქვამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ხვალ უნდა მოხდეს, დამატებით ვერაფერს ვიტყოდი.
0

ავტორი: