თბილისის მერმა სერგი გვარჯალაძე „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ხელმძღვანელად დანიშნა თბილისის მერმა სერგი გვარჯალაძე „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ხელმძღვანელად დანიშნა />


  11:10:16     07-03-2018

თბილისის მერმა სერგი გვარჯალაძე „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ხელმძღვანელად დანიშნა

a76739.jpg

პროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე თბილისში „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ხელმძღვანელი იქნება, - ამის შესახებ დღეს კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე არ უნდა გავრცელდეს. 

„ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე და ცენტრალურ რაიონებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებშიც და გავაცოცხლოთ ისეთი უბნებიც, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა, რადგან ეს არ არის მნიშვნელოვანი პროექტი,"- ამბობს კალაძე. 

0

ავტორი: