„ბაკურიანის გამგებელმა მეზობელს სახლი და მიწის ნაკვეთები წაართვა“ „ბაკურიანის გამგებელმა მეზობელს სახლი და მიწის ნაკვეთები წაართვა“ />


  14:30:14     06-03-2018

„ბაკურიანის გამგებელმა მეზობელს სახლი და მიწის ნაკვეთები წაართვა“

a76718.jpg

ბაკურიანის გამგეობასთან , სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მათ ბაკურიანის გამგებელს ხელფასის გაორმაგებაზე უარის თქმა მოსთხოვეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო სააპტრულო პოლიციაც. რა ხდებოდა ბაკურიანის გამგობასთან და კონკრეტულად, რის გამო მოხდა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ბაკურიანის გაგებელს შორის, ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა. 

პრესა.ჯი: რამ გამოიწვია თქვენსა და ბაკურიანის გამგებელს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება?

ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ, ბაკურიანის გამგებელს არაერთი კითხვა დავუსვით, მან დაადასტურა რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰყავს მოდავეები, თუმცა , როგორც გვითხრა ის არაფერ შუაშია ამასთან დაკავშირებით. 

არადა, ამ საქმეზე დღესაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და მისი მამიდაშვილი მიწის ნაკვეთების უკანონო გადაცემისათვის დაკავებულც კი იყო. 

- ის რამდენიმე დღის წინ ხელფასის მომატებას სთხოვდა ბორჯომის საკრებულოს... 

- მან თქვა, რომ თურმე ხელფასის მომატებას სულაც არ ითხოვდა. თუმცა, როცა ვკითხეთ, აბა რატომ იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში და რატომ იქნევდა ხელ-ფეხს, ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ჰქონდა. 

„რათ მინდა ხელფასის მომატება, აქეთ ვახარჯავ ფულს ბაკურიანელებისთვისო“- ასე გვიპასუხა. 

- ახლა სად იმყოფებით?

- ამ წუთებში ჩვენ ერთ-ერთ დაზარაებულ ოჯახში ვიმყოფებით, როგორც გაირკვა, გობრონიძემ მამიდაშვილისთვის მისივე მეზობელს სახლი და მიწის ნაკვეთი წაათვა. 

[I=1]ეს არის თავგასულობა, რომელსაც საზღვარი აღარ აქვს. მოგეხსნებათ, რომ გობრონიძეს აქვს სხვადასხვა ბიზნესი, აქვს სასტუმრო, კარგი ჯიპითაც გადაადგილდება, ამავე დროს ბაკურიანელებს მიწებს და სახლებს ართმევს და ბიუჯეტის ხარჯებით მილანში, ფლორენციაში და რომში დადის სამოგზაუროდ. 

როცა ვკითხეთ რომელი ბიუჯეტით იმოგზაურა მან, პასუხად მოგვიგო რომ შეხვედრებზე დადიოდა, თუმცა, ვერ დაასახელა ვერცერთი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრებზე დადიოდა. 

ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ მას სუსის თანამშრომლები ურეკავდნენ, გობრონიძეს ყურზე სუსის თანამშრომლები აბია, თუმცა ამას არ აღიარებდა და ტელეფონიც კი დამალა, რომ არ გვენახა, მაგრამ დავინახეთ რომ სატელეფონო ზარი სუსიდან იყო. 

მგონი უხერხულია, როცა გამგებელს სუსი აკონტროლებს და განსაკუთრებით მძიმე საყურებელია ის, რომ ეს ადამიანი, ხელფასების მომატების მოთხოვნით გამოდის, როდესაც ისედაც უამრავი გაჭირვებული ცხოვრობს ბაკურიანში.
0

ავტორი: