13:31:34     06-03-2018
ირაკლი კობახიძე: ტატუნაშვილის საქმე მთავრობისა და ოპოზიციის საერთო ტკივილია

"დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ საერთო რეზულუციის მიღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ტატუნაშვილის საქმე მთავრობისა და ოპოზიციის საერთო ტკივილია.
"მიმდინარეობს კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0