15:51:09     05-03-2018
იან კელი: ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ, ცხედრის გადმოსვენება

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
იან კელიმ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.
„სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი. ძალიან ვწუხვარ ოჯახის გამო და ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე, იმ ორი დაკავებული პიროვნების გათავისუფლება.
რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში.
ასევე, ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
0