15:18:59     05-03-2018
პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს ელოდებიან

დღეს, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმენენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე მოწვეული არიან ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები. მათთან შეხვედრის მთავარი თემაა ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები.
ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მისვლასაც ელოდებიან.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა 19:00 საათზე გაიმართება.
0