15:10:32     05-03-2018
ხმალაძე „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატებზე: შეფასება იქნება ძალიან სუბიექტური

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაწყებულია.
ამ დროისათვის საუბარია ორ სავარაუდო კანდიდატზე. პირველი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანია, მეორე კი, ,,ქართული ოცნების“ პარლამენტის უპარტიო მაჟორიტარი, სალომე ზურაბიშვილი.
საინტერესოა, რას ფიქრობენ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე პოლიტიკოსები, რომლებიც ერთ დროს თავადვე ითვლებოდნენ ქართული ოცნების ერთერთ რეალურ კანდიდატებად?
სწორედ ამიტომ, „პრესა.ჯი“ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
2013 წელს, ხმალაძე ივანიშვილის ფავორიტად და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატად ითვლებოდა.
მოგვიანებით, მილიარდელმა აზრი შეიცვალა და, ასე შეგვრჩა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად, რომელიც მის წინამორბედებთან შედარებით, დიახაც რომ ძალიან სუსტად გამოიყურება.
რაც შეეხება ბატონ ვახტანგს, ის ადრე „ქართულ ოცნებასთნ“ იყო კოალიციაში, თუმცა, დღეს, მათი გზები და დიდი ალბათობით, მიზნებიც - უკვე სხვადასხვაა.
„პრესა.ჯი“: ფლობთ თუ არა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებად „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილს წარადგენს?
ვახტან ხმალაძე: ამის შესახებ თქვენგან მესმის პირველად. არ ვიცოდი აღნიშნული სავარაუდო კანდიდატების შესახებ.
- ასე რომ მოხდეს, როგორ ფიქრობთ,რომელს უფრო დიდი შანსი აქვს?
- ჯერჯერობით, სანამ საპრეზიდენტო კამპანია არ დაიწყება და საზოგადოების აზრი გარკვეულწილად არ ჩამოყალიბდება, ნებისმიერი კანდიდატის შანსების შეფასება ძალიან რთული იქნება.
ამიტომ, არა მგონია, რომ რომელიმე სავარაუდო კანდიდატის შანსების შეფასება იყოს მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი.
ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ ვინ არის დასახლებული საპრეზიდენტო კანდიდატად, არამედ მნიშვნელოვანია ვინ გახდება რეალური კანდიდატი. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება ფარდობითი უპირატესობაც.
ამის გათვალისწინებით, ჯერჯერობით, თავს შევიკავებდი შანსების შეფასებისაგან. განსაკუთრებით იმიტომ რომ შეფასება იქნება ძალიან სუბიექტური.
0