"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს მიზანთან" "ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს მიზანთან" /> "/> " />


  12:26:51     05-03-2018

"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს მიზანთან"

a76661.jpg

"ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ არ ჩამოვაყალიბებთ ევროპული ტიპის დეცენტრალიზებულ მმართველობის სისტემას, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას". - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს მიზანთან - გავხდეთ ევროპული ოჯახისა და დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი.

"დღეს ჩვენ გვაქვს სისტემაში მთელი რიგი ხარვეზები, რაზეც ღიად ვსაუბრობთ. მთავარი მიზანი ამ რეფორმის არის ის, რომ ხარვეზები აღმოიფხვრას, გაჯანსაღდეს, გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და ეს ყველაფერი საჭიროებს კომპლექსური სტრატეგიის არსებობას. მიზანი ჩვენი არის ის, რომ ჩამოყალიბდეს კომპლექსური სტრატეგია, საშუალოვადიანი ხედვა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის. ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია მთავრობის როლი. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ლოკომოტივის ფუნქციას არ შეასრულებს, ბუნებრივია, ძალიან გართულდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით გატარება. ეს პროცესი დაწყებულია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ მთელი ენთუზიაზმით უზრუნველყოფილია ამ პროცესის წარმართვა და მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს, რომელსაც დაწყებული აქვს მუშაობა, რომ შემუშავდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ხედვა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად განვახორციელებთ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

0

ავტორი: