გაეროს ელჩი საქართველოში: უმნიშვნელოვანესია, ტატუნაშვილის ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს გაეროს ელჩი საქართველოში: უმნიშვნელოვანესია, ტატუნაშვილის ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს />


  11:44:43     05-03-2018

გაეროს ელჩი საქართველოში: უმნიშვნელოვანესია, ტატუნაშვილის ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს

a76657.jpg

უმნიშვნელოვანესია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს , - ამის შესახებ გაეროს ელჩმა საქართველოში ნილ სკოტმა განაცხადა. 

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძალიან დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ტატუნაშვილის საქმეს. ჩვენ მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას, რომელიც ამ ინფორმაციას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს და ასევე ორი ადამიანი იქნას გათავისუფლებული", - განაცხადა ნილ სკოტმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

0

ავტორი: