11:05:21     05-03-2018
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით 500 ლარი გაიტაცა. მაღაზიაში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა, თუმცა ჯერჯერობით დამნაშავის იდენტიფიცირება ვერ მოხდა.
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
0