10:48:21     05-03-2018
ვაშინგტონი რუსეთს გაეროს რეზოლუციის დარღვევაში ადანაშაულებს
ვაშინგტონი სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალების სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას გმობს, რომელიც რუსეთის და ირანის მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღების გაჭიანურების შემდეგ, რუსეთმა მისი პირობების უგულვებელყოფა და კონტრტერორისტული ოპერაციის სახელით მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გააგრძელა"- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა.
რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა. რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზე ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს.
0