17:54:18     02-03-2018
ქარელში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა
ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს–მ ერთი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქარელში მეზობელ ქალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თრიალეთის“ ინფორმაციით ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მეზობელი ქალი მასთან დასახმარებლად შევიდა რა დროსაც ინციდენტი მოხდა. ბრალდებული ამბობს რომ დანაშაულის ჩადენის დროს საღ გონებაზე არ იყო.
„მას ჰალუცინაციები ჰქონდა კერძოდ კი წარმოიდგინა, რომ მეზობელის მაგივრად დემონს ებრძოდა, როდესაც საღ გონებაზე მოვიდა მხოლოდ ეს ახსოვდა და ჩადენილ დანაშაულს ნანობდა“, – აცხადებს ბრალდებულის ახლობელი „თრიალეთთან“ საუბრისას.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ქარელში, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით“ – აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0