შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა />


  15:34:35     02-03-2018

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

a76614.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.

"შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთსა და შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეფექტიანად იმუშავეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებითაც. აჭარასა და შიდა ქართლში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტია გახსნილი. მათ შორის ქურდობაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი" - მამუკა ჭელიძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

0

ავტორი: