13:32:35     02-03-2018
„აგარის შაქრის“ თანამშრომლები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ
აგარაში „აგარის შაქრის“ თანამშრომლები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ.
მთავარი მოთხოვნა ქარხნის ამუშავებაა, რომელიც მე-5 თვეა გაჩერებულია. ითხოვენ სახელმწიფოს ჩართულობას და პრემიერთან შეხვედრასაც.
ქარხნის მფლობელები ირწმუნებიან, რომ ბიზნესი არარენტაბელურია, რადგან მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს.
0