ბაქოში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა ბაქოში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა />


  11:30:25     02-03-2018

ბაქოში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

a76595.jpg

ბაქოში, ნარკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემით, 25 ადამიანი ემსხვერპლა. 

ცეცხლი შენობას გუშინ გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. გარდაცვლილთა ცხედრები მაშველებმა მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინეს.

სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში 4 ადამიანია გადაყვანილი. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. 0

ავტორი: