23:52:45     01-03-2018
გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა

23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახლში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.
მან ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
„ეს არის ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველა ეს ქმედება გამიზნულია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას წინ ვერაფერი აღუდგება, დამნაშავეები კი აუცილებლად დაისჯებიან. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
0