16:06:25     01-03-2018
ენძელა მაჭავარიანი ხატია დეკანოიძეს: პირი გამოირეცხე, როცა ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ!

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში საპარლამენტო უმრავლეოსაბასა და ოპოზიციუი პარტიების წარმომადგენელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიცია დღის წესრიგში გუშინ, ბორჯომში მომხდარი ინციდენტის საკითხის შეტანას ითხოვდა. რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ერთმანეთს სიტყვიერად "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.
ენძელა მაჭავარიანი: "ვიდრე იმთ ცემაზე თვენ არ აგებთ პასუხს, თქვენი საზოგადოებაში გამოჩენა იქნება პრობლემა! უნგა გრცხვენოდეს!"
ხატია დეკანიძე: :ბიძინა ივანიშვილთან წადი....
ენძელა მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის საყვარელო, პირი გამოირეცხე, როცა ბიძინა ივანიშველზე ლაპარაკობ!
შეგახსენებთ, საშტატო ნუსხის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრებს დაუპირისპირდნენ.
"ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ბორჯომის საკრებულოში გიორგი გიუაშვილი ამტკიცებს, რომ „ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და ცემეს.
მოგვიანებით კი ბორჯომის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ჩავიდა, რომლის გამოჩენასაც ხელმეორედ დაპირისპირება მოჰყვა. ნიკა მელიას გააცხადებით, მას "ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ორი თვეა მერიის თანამშრომელბის სახელფასო სარგოს არ ამტკიცებს და სიტუაცია ბორჯომის თვითმმართველ ორგანოში დაპირიპირებამდე მიიყვანა
0